
თბილისის ცენტრში, კოსტავას 44 ნომერში შუახნის მამაკაცმა საკუთარ ლომბარდში თავი მოიკლა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვენები გადაიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ და უწყებამ გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითვმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.






















