
დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ვითიბი ბანკის“ ფილიალის გაქურდვა სცადეს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამაკაცმა ბანკში სავენტილაციო მილიდან შეაღწია. როდესაც ის თანამშრომელმა შეამჩნია, მას დაუდგენელი ნივთიერება შეასხა და ბანკი კვლავ იმავე გზით – სავენტილაციო მილიდან დატოვა.
მომხდარის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია. მამაკაცმა ბანკიდან ფულის წაღება ვერ მოახერხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (151-ე და 19/177-ე) მიმდინარეობს, რაც მუქარას და ქურდობის მცდელობას გულისხმობს.






















