00:05 | 2020-11-09 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას ქუთაისში უცხადებენ

თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას ქუთაისში უცხადებენ

თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას ქუთაისში უცხადებენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ და აქციის დარბევა გააპროტესტეს.

 

“არა ძალადობას” – მოითხოვენ აქციის მონაწილეები და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ რვა ნოემბერს 20 ივნისი გაიმეორა.

მაგის დედას შვ... - აქციის მონაწილეები სასულიერო პირს დაუპირისპირდნენ (Video)
2020-11-08მაგის დედას შვ... - აქციის მონაწილეები სასულიერო პირს დაუპირისპირდნენ (Video)

 

“თბილისში ხალხი შეიკრიბა გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად და ხმების დასაცავად, მაგრამ ხელისუფლებამ დაარბია მოქალაქეები, რომლებიც ჯერ სრულად არც კი იყვნენ მისული ადგილზე.

 

ვაპროტესტებთ ადამიანების დარბევას, სოლიდარობას ვუცხადებთ აქციის მონაწილეებს. დღეს ქუთაისში შევიკრიბეთ სპონტანურად, თუმცა აქციები გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება,” – განუცხადეს აქციის მონაწილეებმა “რუსთავი 2”-ს.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X