17:12 | 2020-04-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

თბილისში სასულიერო პირი ინფექციურში გადაიყვანეს – რა პასუხი აჩვენა ტესტმა

თბილისში სასულიერო პირი ინფექციურში გადაიყვანეს – რა პასუხი აჩვენა ტესტმა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სასულერო პირს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს. მოძღვარს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

 

ტესტზე პასუხი რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

 

პაციენტი, რომელიც ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული, თბილისში მოქმედი ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვარია. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X