12:43 | 2020-03-25 ავტორი: თეონა ყაჭიური

თბილისში, მოქალაქეთა ნაწილი საკარანტინო ზონებს დღეს დატოვებს

თბილისში, მოქალაქეთა ნაწილი საკარანტინო ზონებს დღეს დატოვებს

თბილისში, კარანტინში მყოფ მოქალაქეთა ნაწილი საკარანტინო ზონებს დღეს დატოვებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვების დაწესება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

 

„დამატებითი შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. თუ იქნება რამე გადაწყვეტილება მიღებული, აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას.

 

თქვენ იცით, რომ საკარანტინე ადგილები იყო გამოყოფილი ადამიანებისთვის. დღეს ბევრი ადამიანი ტოვებს კარანტინს.

 

რეგიონებიდან თბილისში, სხვადასხვა სასტუმროში განთავსებული ადამიანების  თავიანთ საცხოვრებელ რაიონებში და ქალაქებში გადაყვანას დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამჟამად კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოეფბა. 

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X