
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს, თბილისში ავტოკოლონებით აქცია-მსვლელობა გაიმართება.
როგორც პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, შეირჩა სამი ლოკაცია, სადაც მხარდამჭერები შეიკრიბებიან.
„გაიმართება მომდევნო საპროტესტო, მწვავე აქცია. აქცია- მსვლელობა ავტოკოლონებითგაიმართება და შეკრების სამი ადგილი იქნება.
14:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე; აღმაშენებლის ხეივანზე – ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან – კახეთის გზატკეცილზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა:
„რათა ხმამაღლა გავაპროტესტოთ, ევროკავშირის, საქართველოს დროშებით, სიგნალებით რუსული რეჟიმი და მისი არადამიანური სახე“.























