
რამდენიმე წუთის წინ თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან მამაკაცი გადახტა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამაკაცი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. მოულოდნელად ის შენობის მეორე სართულიდან გადახტა. დაშავებული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს ადგილზე არკვევს.






















