
თბილისში ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან.
ამ 3 ქალაქში თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა გაავრცელა.
მისივე თქმით, ღია და დახურული ბაზრობები ყველა ქალაქში გაიხსნება 15 თებერვლიდან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობაც.























