
გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. დაზიანების შედეგად ქალმა ფეხი დაკარგა.
როგორც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ქალი შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.






















