
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური ხსნარით ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები დამუშავდა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხსნარი, რომლითაც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:
24 მარტის მონაცენებით, საქართველოში ინფიცირებულია 70 ადამიანი.
საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი
21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.
საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.
კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება
სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ.






















