
თბილისში სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ცნობილია რომ მედიკოსი საბურთალოს ფილიალში მუშაობდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ფილიალში მომუშავე პერსონალის უმრავლესობა ამ დროისთვის კარანტინშია გადაყვანილი. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
„პრაიმტაიმი“ შესაბამის სამსახურებში დამატებით ინფორმაციას ამ დრომდე არკვევს.























