
თბილისში აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის 5 სართულიდან 13 წლის მოზარდი გადავარდა.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მოზარდი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკის დირექტორის მოადგილე “რუსთავი 2-თან” საუბრის დროს მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერჯერობით დეტალურად ვერ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ ბავშვი ცოცხალია.























