
ცოტა ხნის წინ თბილისში, სავარაუდოდ ბრმა ტყვიას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ.
მეზობლების გადმოცემით, ქალი კორპუსის მე-8 სართულზე საკუთარ ბინაში იმყოფებოდა, როდესაც გასროლის ხმა გაისმა და ტყვია მოულოდნელად მის ფანჯარაში შევარდა.
შუახნის ქალს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
მომხდართან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს. შსს-ში განგვიმარტეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.






















