16:53 | 2020-10-02 ავტორი: Prime Time

თბილისში ტაძარი დაიკეტა – მრევლს და სასულიერო პირებს კორონავირუსი დაუდგინდათ

თბილისში ტაძარი დაიკეტა – მრევლს და სასულიერო პირებს კორონავირუსი დაუდგინდათ

სანზონაში, პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის წინამძღვარს, მრევლს და სტიქაროსნებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. კორონავირუსი ჯვართამაღლების დღესასწაულზე 16 პირს გადაედო – ინფორმაციას „მთავარი“ არხი ავრცელებს.

 

„მრევლის საყურადღებოდ, ტაძარი დაკეტილია 10 დღით და არ გაიღება“, – ასეთი განცხადებაა გაკრული სანზონაში, პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის კარზე.

 

სავარაუდოდ, კორონავირუსი ერთ-ერთ მგალობელს აღმოაჩნდა, რომელიც აჭარაში იმყოფებოდა.

 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 453 შემთხვევა დადასტურდა.

ავტორი: Prime Time

X