13:17 | 2020-10-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თბილისში ზვიად ციკოლიას მაღაზია გატეხეს – კადრები სათვალთვალო კამერიდან

თბილისში ზვიად ციკოლიას მაღაზია გატეხეს – კადრები სათვალთვალო კამერიდან

დღეს დილით ქართველი ბიზნესმენის და მსოფლიოში ცნობილი საათების დიზაინის შემქმნელის ზვიად ციკოლია საათების მაღაზია გაქურდეს.

 

ფაქტის ამსახველ კადრებს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ძარცვა არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.

 

„თქვენი უცხოელი „ღმერთების“ და თქვენი ძალად ჰუმანურობის დედაც…! არასრულწლოვნების პრობლემა როდის უნდა მოგვარდეს?“, – წერს ზვიად ციკოლია.

 

მომხდართან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან ოფიციალურ კომენტარს ელოდება.

 

იხილეთ ვიდეო : თბილისში არასრულწლოვნებმა საათების მაღაზია გაქურდეს

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X