
ჭარბწონიანობის პრობლემის გადასაჭრელად მეცნიერებმა სპეციალური მოწყობილობა ე.წ. „ყბების“ ჩამკეტი გამოიგონეს.
ინფორმაციას ამის შესახებ Metro ავრცელებს.
მოწყობილობას, რომელსაც The DentalSlim Diet Control ჰქვია, ქვედა და ზედა კბილებს შორის მაგრდება და ყბებს „კეტავს“.“
მოწყობილობა ადამიანებს პირის ნორმალურად გაღების საშუალებას არ აძლევს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ადამიანებს სითხეების და არამყარი საკვების მიღება მაინც შეუძლიათ.
„მოწყობილობის მომხმარებელს საშუალება აქვს პირი დაახლოებით 2 მილიმეტრით გააღოს, მათ შეუძლიათ საუბარი, თუმცა საკვების მიღებას ვერ შეძლებენ“, – ნათქვამია ოტაგოს უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ:






















