21:28 | 2021-11-08 ავტორი: Prime Time

ჭავლის მანქანები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სახანძრო და სატვირთო ავტომობილების მობილიზება – გლდანის ციხეში ომბუდსმენის სპეციალური წარმომადგენელიც მივიდა

ჭავლის მანქანები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სახანძრო და სატვირთო ავტომობილების მობილიზება – გლდანის ციხეში ომბუდსმენის სპეციალური წარმომადგენელიც მივიდა

რამდენიმე წუთის წინ, გლდანის ციხის ეზოში ავტომობილების კოლონა შევიდა, რომელთა შემადგენლობაშიც იყვნენ როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ასევე მეხანძრეების და მაშველების სპეციალური და ე.წ. ჭავლის მანქანები. ტერიტორიაზე შევიდა 3 სატვირთო ავტომობილიც, თუმცა რითი იყო ეს ავტომობილები დატვირთული – უცნობია.

ელენე ხოშტარიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება კვლავ დასჭირდა
2021-11-08ელენე ხოშტარიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება კვლავ დასჭირდა

 

პენიტენციური დაწესებულების მეორე მხრიდან კი, შენობაში ამწეთი სამედიცინო აღჭურვილობა შეიტანეს.

 

ადგილზე მივიდა სახალხო დამცველის სპეციალური წარმომადგენელი.

 

ციხიდან ციხის საავადმყოფოში – მოვლენების ეპიცენტრი რუსთავის ნაცვლად გლდანი ხდება. მიხეილ სააკაშვილის ახალი ლოკაცია მე-18 სამკურნალო დაწესებულებაა.

 

ექსპრეზიდენტის ტრანსპორტირება რუსთავის ციხიდან ვერტმფრენით მოხდა. რის შემდეგაც გლდანის ციხის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება დაიწყო.

 

ტერიტორიაზე შეყვანილია სპეცრაზმი და დამატებითი საპოლიციო ძალები. დაკავებიდან 39-ე დღეს ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება დღეს კონსილიუმმა მიიღო.

ავტორი: Prime Time

X