16:16 | 2021-02-22 ავტორი: რუსა ღვანიძე

„ჭეშმარიტება, სულის უკვდავებაშია!” – 22 თებერვალს ღირსი მამა გაბრიელის, სალოსის და აღმსარებლის წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღეა

„ჭეშმარიტება, სულის უკვდავებაშია!” – 22 თებერვალს ღირსი მამა გაბრიელის, სალოსის და აღმსარებლის წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღეა

2014 წლის 22 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, აღმოყვანილი იქნა, ღირსი მამის გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის (ურგებაძე) წმიდა ნაწილები.

 

სიწმიდე გადააბრძანეს, ჯერ სვეტიცხოვლის წმიდა თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, შემდეგ ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

 

ამჟამად, ღირსი მამის გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის წმიდა ნაწილები დაბრძანებული გახლავთ მცხეთის სამთავროს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში.

 

 

გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გაბრიელ ბერს უთქვამს: – მოიწია ჟამი ჩემი ამ სოფლიდან წასვლისა. შემდეგ მარჯვენა ხელით მოეფერა მაცხოვრის ხატს, რომელიც თავთან ეკიდა, ერთხანს ჩუმად იყო და თქვა:

 

– 12 წლიდან შენ მოგდევ უფალო. მზადა ვარ, წამიყვანე.

 

მთელი ღამე, მეორე დღის 4 საათამდე, უმძიმეს ტკივილებში გაატარა. შემდეგ კი ხმამაღლა და ხანგრძლივად დაიწყო სუნთქვა და დაიძახა:
– დედა… დედა! დაო…დაო!

 

გაბრიელ სალოსის გულის კუნთოვანი ნაწილი უხრწნელი იყო - „პრაიმტაიმმა“ წმინდა ნაწილი გადაიღო
2020-07-07გაბრიელ სალოსის გულის კუნთოვანი ნაწილი უხრწნელი იყო - „პრაიმტაიმმა“ წმინდა ნაწილი გადაიღო

 

მთელი მონასტერი მოვიდა, ოჯახის წევრები, ახლობლები, ერისკაცნი, ექიმი, მღვდლები. მამა გაბრიელი კი სიყვარულით უმზერდა წმინდა ნიკოლოზის ხატს და თვალს არ აშორებდა. მეუფე დანიელმა სულის გასვლის ლოცვები წაუკითხა. ლოცვის დამთავრებისას მამა გაბრიელმა გაიღიმა და სული განუტევა.

 

 

 

Нет описания.

 

იდგა 1995 წლის 2 ნოემბერი…

 

გაბრიელ ბერი, მისი ანდერძისამებრ, ჭილოფში შეხვეული დაიკრძალა სამთავროს მონასტრის ეზოში. მის ცხედარს, დასაფლავებისას, მისი მოსიყვარულე ადამიანები ეხვივნენ გარშემო. ვერავინ გაიმეტა მიწის მისაყრელად და ამიტომ მიწას, საფლავის ნაპირას ჰყრიდნენ.

 

შემდეგ მიწა თავად წაამოიშალა, თითქოს კალთა გადააფარაო, გულში ჩაიხუტა და სულ ერთიანად დაფარა.

 

საფლავზე წარწერილია სიტყვები, რომლითაც სრულდება მისი ანდერძი:

 

ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია” – გაბრიელ ბერი.

 

 

Нет описания.

 

„მამა გაბრიელი თბილისში, რუსთაველის გამზირზე იჯდა, ხელში ეჭირა ჯვარი და გვერდით ეწყო ხატები. იგი გაბედულად და ხმამაღლა ქადაგებდა ქრისტეს დიდებაზე. პოლიციის თანამშრომლებმა მრავალჯერ გააფრთხილეს, გაჩუმებულიყო. რომ არაფერმა გაჭრა, დასვეს მოტოციკლზე და წაიყვანეს პოლიციაში.

 

ბერმა ამით ისარგებლა, მოტოციკლით მსვლელობისას ჯვარი აღმართა და დაიწყო ქადაგება, საკამოდ ხმამაღლა გაჰკიოდა: გიყვარდეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, გიყვარდეთ ჯვარი პატიოსანი… გარბოდა მოტოციკლი და დროშასავით ფრიალებდა ბერი გაბრიელის მანტია.

 

Нет описания.

 

შეშინებულმა პოლიციელებმა ჰკითხეს: რას აკეთებო. ბერმა უპასუხა: მე არაფერს ვაკეთებ, თქვენმა თანამშრობლებმა შემომატარეს მთელი თბილისიო,“ – წმინდა ბერ ალექსი (შუშანია) სავანის, მენჯის მთავარანგელოზების ტაძრების წინამძღვრის, არქიმანდრიტი მელქისდეკის (მიქავა) მოგონებებიდან..

 

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შეირაცხა, ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელისა სალოსის სახელით.

 

მისი ხსენების დღედ დაწესდა ახ. სტ. 2 ნოემბერი.

ავტორი: რუსა ღვანიძე

X