
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი წიწამურში იმყოფება. მან მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
როგორც იგი ამბობს, 102 წლის შემდეგ ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვებაზე ზრუნვა ხელახლა დასჭირდა.
„102 წელი გავიდა და ჩვენ ნახევარი საქართველო დავკარგეთ. ჩვენს თვალწინ იღობება აფხაზეთი, სამაჩაბლო, შიდა ქართლი და დავით-გარეჯი.
ქვეყანაში ბობოქრობს ოლიგარქია, რომელმაც მიიტაცა ხალხის ეროვნული სიმდიდრე. საქართველოს მთავრობაში ფრიალებს რუსეთის დროშა.
სამწუხაროდ, ჩვენ გარშემორტყმული ვართ მტრული პოლიტიკური ელიტებით და ისინი მობიზილებულები არიან იმისთვის, თუ რა წაგვართვან.
მათი ცივი შხაპი იქნება ამერიკული ჯარების ბაზის გახსნა საქართველოში. ეს იქნება საშუალება, რომ დავიწყოთ დიდი საქართველოს აღდგენა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.























