21:24 | 2021-02-27 ავტორი: Prime Time

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა პირველი განკარგულება გამოსცა – ეპარქია განცხადებას ავრცელებს

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა პირველი განკარგულება გამოსცა – ეპარქია განცხადებას ავრცელებს

ჭყონდიდის ეპარქიის ოფიციალური გვერდი მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ბრძანებას ავრცელებს.

 

“სამღვდელმთავრო მსახურების სათანადოდ აღსრულებისთვის, მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული უძველესი წეს-განგების შესაბამისად, ჭყონდიდის ეპარქიის იურისდიქციაში მყოფ ყველა დიაკონს/იეროდიაკონს ეძლევა ლოცვა-კურთხევა აღასრულონ მსახურება ჭყონდიდის მიტროპოლიტთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას, აგრეთვე, დღესასწაულებსა და მარხვის განსაკუთრებულ დღეებში.

 

ბრძანება სავალდებულოა აღსასრულებლად ხელმოწერისთანავე.

 

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 11 თებერვალს საქართველოს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.  სინოდმა ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე გრიგოლის ნაცვლად მეუფე სტეფანე დაადგინა.

 

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტი გრიგოლმა განაცხადა, რომ ეპარქიაში მღვდელმთავრად ვერ მიიღეს და გარკვეული სასულიერო პირები არ ემორჩილებოდნენ. მეუფე სტეფანემ კი, ეპარქიაში შემავალი სამღვდელოება ახალი ბრძანებით „დაავალდებულა“, რომ „აღასრულონ მსახურება ჭყონდიდის მიტროპოლიტთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას, აგრეთვე, დღესასწაულებსა და მარხვის განსაკუთრებულ დღეებში“.

 

 

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

ავტორი: Prime Time

X