17:30 | 2021-08-03 ავტორი: Prime Time

თეა წულუკიანი: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმძიმესია – მინდა, ყველას მივმართო, ატარონ პირბადე

თეა წულუკიანი: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმძიმესია – მინდა, ყველას მივმართო, ატარონ პირბადე

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის უმძიმესი“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

არსებობს რისკი ქვეყანას პრობლემები შეექმნას - ივანე ჩხაიძე 
2021-08-03არსებობს რისკი ქვეყანას პრობლემები შეექმნას - ივანე ჩხაიძე 

 

 

„მინდა, ჩემი მხრიდან, ყველას მივმართო და მოვუწოდო პირბადის ტარებისკენ, ვინაიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორმე შევძლოთ და ერთმანეთი დავიცვათ, დავიცვათ საკუთარი თავი და უნებლიეთ არ შევუწყოთ ხელი ჩვენივე, ან სხვისი სიცოცხლის დროზე ადრე დასრულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ასევე, ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გააქტიურდეს სხვადასხვა სტრუქტურა, მათ შორის სოფლად, თუ პატარა ქალაქებში, ყველა გარემოში, იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი, რომელიც უფრო აქტიური გახდა ბოლო დღეებში, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემისა და ყველა უწყების მონაწილეობით, გახდეს უფრო აქტიური“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 

ეს ინფორმაციები დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X