20:44 | 2021-03-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თეა წულუკიანი ოსტატების რეესტრის შექმნას გეგმავს 

თეა წულუკიანი ოსტატების რეესტრის შექმნას გეგმავს 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ოსტატების რეესტრის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

 

„ძალიან მალე გამოვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას. ესენი არიან კირითხურო, ქვითხურო თუ სხვა პროფესიის ადამიანები. ამბობენ, მჭედელი არ ჰყავს ქვეყანასო, მაგრამ არიან ქვის ოსტატებიც და სხვებიც, რომელთაგანაც შევქმნით რეესტრს.

 

სავარაუდოდ, ერთი წლის თავზე, მზად ვიქნებით, რომ სამინისტრომ მათი სერტიფიცირების პროცესი წარმართოს. ყველა ძეგლს უნდა შეეხოს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც ამ საქმის პროფესიონალია და გარემონტება კი არ უნდა მიმდინარეობდეს, არამედ – რეალური რესტავრაცია“, – განაცხადა მინისტრმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X