
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, სვიფტმა საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო და ამერიკულ ორგანიზაციაში თანხა გადარიცხა, მოგვიანებით კი სხვებსაც მოუწოდა ამ პრობლემაზე გაემახვილებინათ ყურადღება. ამის შესახებ buzzfeed წერს.
ტეილორის ერთ-ერთმა ფანმა, სამანტა ჯეიკობსონმა, Tumblr-ზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
„რომ შემეძლოს დიდი სიამოვნებით გადავრიცხავდი ფულს ტეილორის მიერ შექმნილ საქველმქომედო ორგანიზაციაში. მაგრამ კორონავირუსის გავრცელების გამო, სამსახური დავკარგე, რომელიც ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. ახლა არც სამსახური მაქვს და არც ის ვიცი როგორ გადავიხდი გადასახადებს“.
ტეილორი, რომელიც თავის ფანებს ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, სამანტას სიურპრიზი გაუკეთა და მესიჯად შემდეგი რამ მიწერა:
„სამანტა, შენი ტვიტი ვნახე, გადასახადების შესახებ და მინდა დაგეხმარო. რა გზით შეიძლება გაჩუქო $3000? იყენებ PayPal-ს? სიყვარულით, ტეილორი“.
OHHHHH MY FUCKINGGGGFFF SHUT HP SHUT UPS BUT IP SHUT UP THIS CANT BE HAPPENING I CANT STOP SHAKONT I CANT STOP CRUING WHAT THE FUCK TULORLRL pic.twitter.com/8wKUbDfS2x
— samantha (@manthapaige13) March 25, 2020
ალბათ წარმოგიდგენიათ რა რეაქცია ექნებოდა ამ დროს სამანტას : „გაგიჟებას ვარ!”,- დაწერა მან.
SHE CALLED ME BUDDY THE FIRST TIME WE MET TOO I AM HAVING AN ABSOLUTE BREAK DOWN pic.twitter.com/pyVKWHruEk
— samantha (@manthapaige13) March 25, 2020
სამანტა ერთადერთი არაა, ვინც პანდემიის პირობებში ტეილორის გულუხვობა დაიმსახურა. ერთ-ერთი ფანი, ჰოლი ტერნერი ასევე წერდა, რომ კორონავირუსისგან გამოწვეულმა სიტუაციამ ფინანსური პრობლემები შეუქმნა და ნიუ-იორკიდან წასვლა უწევდა, თუმცა სვიფტმა ფინანსური დახმარება მასაც აღმოუჩინა.
„შენ ყოველთვის გვერდში მედექი, ახლა მინდა, რომ მე დაგიდგე გვერდში. იმედი მაქვს, ეს დაგეხმარება. სიყვარულით, ტეილორი“.
i made a post on tumblr about how i was scared i wouldn't be able to stay living in NYC because of what corona has done to the music industry. @taylorswift13 literally single-handedly saved my ability to stay here. i cannot even believe my eyes right now pic.twitter.com/3hAxkSVvGo
— holly turner (@ittybittyholly) March 25, 2020






















