
თავისუფლება მიშას – მოწოდებები თელავშიც გამოჩნდა. წარწერები ქალაქის სხვადასხვა ადგილებში, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე, სავაჭრო ობიექტებთან, მუნიციპალურ შენობასთან, გვიან ღამითაა გაკეთებული.
ამ ფორმით, მოქალაქეები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნას უერთდებიან.
მსგავსი წარწერები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, უკვე რამდენიმე დღეა, კეთდება.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი, მეცამეტე დღეა, რუსთავის მეორე საპყრობილეში შიმშილობს.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























