09:04 | 2021-07-05 ავტორი: Prime Time

თელაველმა მღვდლებმა მრევლი აკურთხეს და თბილისში “ღირსების მარშის” წინააღმდეგ დაგეგმილ კონტრაქციაზე გამოუშვეს

თელაველმა მღვდლებმა მრევლი აკურთხეს და თბილისში “ღირსების მარშის” წინააღმდეგ დაგეგმილ კონტრაქციაზე გამოუშვეს

ქაშუეთის ეკლესიაში დაგეგმილ პარაკლისს კახეთიდანაც შეუერთდებიან. ადგილობრივები, სასულიერო პირები და საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში დილით გაემგზავრნენ.

მანამდე, ისინი თელავის ცენტრში შეიკრიბნენ, სადაც სასულიერო პირებმა, პარაკლისი აღავლინეს.

 

 

მათი განცხადებით, ლგბტ წარმომადგენლებთან კონფლიქტს და ძალადობას არ აპირებენ , თუმცა დაგეგმილი ღირსების მარში მათთვის მიუღებელია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სოლიდარობის მარშის მოწინააღმდეგეთა შეკრებას, პარალელურად ატარებს.

განცხადება საპატრიარქომ ორი დღის წინ გაავრცელა სადაც საკუთარ მრევლს ღირსების დაცვისკენ მოუწოდა.

 

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X