
LAST HOPE OF GEORGIA- ასეთი წარწერით, თელავში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, კედელზე შესრულებული პორტრეტი გამოჩნდა.
პორტრეტის ავტორი თელაველი ქუჩის მხატვარი, ნოდარ ნახუცრიშვილია, რომელიც ნახატით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა.
მხატვარი მედიას არ ეკონტაქტება და მიხეილ სააკაშვილის პორტრეტის კედელზე გამოსახვის მიზეზებზე, კომენტარს არ აკეთებს.
ნოდარ ნახუცრიშვილს ეკუთვნის, თელავში, სხვადასხვა ქუჩის კედლებზე გამოსახული სიმბოლური ნახატები, რომლებთანაც სოციალური ქსელის მომხმარებლები ფოტოებს ხშირად იღებენ.























