
თელავში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცს სავარაუდოდ დეპრესია ჰქონდა და არ გამოირიცხება, რომ მკვლელობა სწორედ ამ მიზეზით მოხდა.
სავარაუდო დამნაშავის დედა თელავის მეოთხე სკოლაში, ინგლისურის პედაგოგი იყო.
ნახეთ ვიდეო ↓ რას ამბობს მეზობელი
27 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა ოჯახის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მშობლები და ბებია საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ამ წუთებში თელავში მოკლული ერთი ოჯახის სამ წევრს, გურჯაანის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. ადგილზე სამართალდამცავები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა 109-ე, ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























