
ლევან ყოჩიაშვილმა თეონა დოლენჯაშვილს დახმარება გაუწია, მანქანაზე საბურავი გამოუცვალა. მსახიობისა და მწერლის შეხვედრა გადაცემაში შედგა, ფაქტი კი, რომელსაც ეს ფოტო ასახავს, სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც სტუმრებმა ტელევიზია დატოვეს.
თეონასგან განსხვავებით, ლევანი მას, თავისი საქმით არ იცნობს და მისი რომანები წაკითხული არ აქვს, თუმცა ამას ხომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ადამიანს დახმარება სჭირდება.
ლევან ყოჩიაშვილი: – გადაცემაში ვიყავით ერთად. თეონა და ზურა პაპიაშვილი ჩემზე წინ გავიდნენ ტელევიზიიდან და მე რომ გამოვედი, ვნახე, რომ თეონას ავტომობილს საბურავი დაეშვა. დანგრატი შევურჩიეთ, გამოვცვალეთ და ყველაფერი კარგად დასრულდა. ბორბალი, ალბათ, ყველას გამოუცვლია. რაღაცები მესმის. მანქანას მარტივ რამეს რომ შევამჩნევ, შემიძლია შევაკეთო.
– თეონას, როგორც მწერალს იცნობთ? გაქვთ მისი რომელიმე ნაწარმოები წაკითხული?
– არა, არ მაქვს წაკითხული… ბოლო დროს ვეღარ ვკითხულობ წიგნებს.
გახმოვანების პროცესმა, როგორც ჩანს, ჩემს მხედველობას დაღი დაასვა და საერთოდ ვერ ვკითხულობ. თვალი მეძაბება და მერე თავი მტკივდება.
უფრო ხშირად ვუსმენ და აუდიოსახით ვეცნობი სასურველ ნაწარმოებს…
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:























