
საქართველოს მეოთხე პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში შვილის შესახებ სახალისო პოსტს აქვეყნებს:
„თემოს მორიგი პროტესტი ხელების დაბანაზე მთავრდება ფრაზით – უი ხო… კორონა, კორონა…
და მომყვება მორჩილად, თუმცა მე არ შემიშინებია კორონათი და საიდანღაც აიტაცა..
ისე, კორონამდე მიკრობებზე და უხილავ ჭიებზე, რომლებიც დასაბან ხელებზე იდებენ ბინას, ბევრს ველაპარაკებოდი ხოლმე“, – წერს ჩიჩუა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1830 შემთხვევაა დადასტურებული.























