16:42 | 2021-10-22 ავტორი: Prime Time

ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს – როდის შეიცვლება ამინდის პროგნოზი საქართველოში

ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს – როდის შეიცვლება ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებული ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

 

სააგენტოს ცნობით,  25 ოქტომბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

2 სახლი მოსკოვში, 8 სახლი თბილისში, ვილა კანარის კუნძულებზე და აგარაკი გონიოში - სენაკის მერობის კანდიდატის ქონება
2021-10-222 სახლი მოსკოვში, 8 სახლი თბილისში, ვილა კანარის კუნძულებზე და აგარაკი გონიოში - სენაკის მერობის კანდიდატის ქონება

 

25 ოქტომბერს გაწვიმდება (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე დაიკლებს, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

 

26-27 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, მაგრამ გრილი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.

 

ქ. თბილისში 25 ოქტომბრამდე თბილი (20, +22 გრადუსი) და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 25-27 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 25 ოქტომბერს დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

 

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X