13:40 | 2020-11-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„გადასარევი ბიჭია დაჭრილი, ის ახლა მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში იმყოფება“ – თაკო ჩარკვიანი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

„გადასარევი ბიჭია დაჭრილი, ის ახლა მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში იმყოფება“ – თაკო ჩარკვიანი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

გუშინ საღამოს თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, შემდეგ მის სახლს ბენზინი გადაასხეს და დაწვეს. სახლში მკვლელის მიერ დაჭრილი მეორე მამაკაციც, პოლიტიკოსი ლევან შაბურიშვილი იმყოფებოდა, რომელიც „კანონი და სამართლის“ წევრია, ის სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩა.

 

როგორც „პრაიმტაიმთან“ „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, შაბურიშვილი ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

„დიახ, ლევანი ჩვენი პარტიის წევრია. გადასარევი ბიჭი დაჭრილია, ახლა იმყოფება, როგორც გვითხრეს, რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე.

 

ის არის 20 წლის, ჩვენს თვალწინ გაზრდილი ბავშვია. მსგავსი თანამშრომელი იშვითად გვყავს, საოცარი პიროვნებაა. მკვლელი დაკავებულია.დაპირისპირება, რის ნიადაგზე მოხდა, წარმოდგენა არ გვაქვს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

 

 

თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს და შემდეგ სახლს ბენზინი შეასხეს 
2020-11-14თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს და შემდეგ სახლს ბენზინი შეასხეს 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X