
მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია საქართველოში ჩამოვიდა, ამის შესახებ ინფორმაციას “ქრონიკა” ავრცელებს. ალასანიამ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
შეგახსენებთ, თემურ ალასანიას გავრცელებული ჩანაწერი უკავშირდება, რომელშიც, სავარაუდოდ, ის მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება. საუბრის დროს ალასანია შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებს ქართველი ხალხის მისამართით და სავარაუდოდ, შეკვეთილ მკვლელობას გეგმავს.






















