23:03 | 2021-01-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ოჯახი არ ადასტურებს

თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ოჯახი არ ადასტურებს

რამდენიმე მედია საშუალებამ და სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს ინფორმაცია მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ, რასაც ახლობლები და ოჯახის წევრები არ ადასტურებენ.

 

მათი თქმით, თემურ წიკლაური მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

 

შეგახსენებთ, თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გასულ კვირას დამძიმდა და ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X