09:31 | 2021-02-04 ავტორი: Prime Time

თემურ წიკლაურს დღეს დაკრძალავენ

თემურ წიკლაურს დღეს დაკრძალავენ

საესტრადო მომღერალს, ანსამბლ „ივერიას“ წევრ თემურ წიკლაურს დღეს დაკრძალავენ. მას კოჯორში, 14:00 საათზე, შვილის გვერდით დაასაფლავებენ.

 

თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.

 

ნახეთ: ოხ, კორონავირუსო, შენი დედა ვატირე… როგორ არ მინდა ჩასვლა

ავტორი: Prime Time

X