20:55 | 2021-02-02 ავტორი: თამარ გონგაძე

თემურის 6 წლის ვაჟი ხარებას გარდაიცვალა… “მისი სულის ძებნა დავიწყე…” – მომღერლის ტრაგედიის შესახებ

თემურის 6 წლის ვაჟი ხარებას გარდაიცვალა… “მისი სულის ძებნა დავიწყე…” – მომღერლის ტრაგედიის შესახებ

თემურ წიკლაურის ცხოვრება და მისი ხმის დრამატულობა მისმა ტრაგედიამ განსაზღვრა, ალბათ. 1983 წელს, მომღერლის 6 წლის ვაჟი, გიორგი წიკლაური ხარებას გარდაიცვალა. მომღერალს მიაჩნდა, რომ ეს უფლისგან მოვლენილი განსაცდელი იყო, რომელიც მძიმედ, მაგრამ მაინც გადაიტანა:

 

“ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა გიორგის დასაფლავების შემდეგ… ეს შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც” – ამბობდა მომღერალი.

 

გიორგის ფილტვების ანთება დაემართა, გაურთულდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს იყო. საოცარია, მაგრამ გიორგის 75 წლის მომღერალი მამის გარდაცვალების მიზეზიც ფილტვები აღმოჩნდა, კოვიდ-19-გან დაზიანებული ფილტვები…

 

პირადი ტრაგედიის მიუხედავად, თემურ წიკლაური სიმღერამ, სცენამ და მაყურებლის სიყვარულმა გადაარჩინა.

 

ქეთი წიკლაურმა ათიოდე დღის წინ, “პრაიმტაიმისთვის” მოცემულ ინტერვიუში ამ ტრაგედიაზეც ისაუბრა.

 

ქეთი წიკლაური: – მე ჩემს ძმაზე უფროსი ვარ და ჩვენი ოჯახის ტრაგედია კარგად მახსოვს. იცით… რაც დრო გავიდა და ადამიანების ტრაგედიები და ჭირისუფლების რეაქციები ვნახე, დავრწმუნდი, რაოდენ საპატივცემულონი არიან ჩემი მშობლები. მათ თავიანთი ტრაგედია, უმაღლეს ადამიანურ დონეზე გადაიტანეს. მე მინახავს ასეთი ტრაგედიების დროს როგორ სპეკულირებენ ამ თემით, მანიპულირებენ, ჩნდებიან, აქვთ ზერელე პათოსი. ვინ როგორ რეაგირებს ტრაგედიაზე, ეს იმ პიროვნებაზე მეტყველებს.

ეს ტკივილი არასდროს შუშდება. თუმცა თემურს და ლილის თავს არავისთვის მოუხევევიათ თავიანთი ტკივილი. ისე მოხდა, რომ მაინც გადარჩნენ, ადამიანობა შეინარჩუნეს. პიროვნული თამასა არ დაუწევიათ. გაგრძელება…

ავტორი: თამარ გონგაძე

X