
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თენგიზ ცერცვაძე საბჭოს უკვე დაუბრუნდა.
„თენგიზ ცერცვაძე უკვე დაუბრუნდა და უხელმძღვანელებს საბჭოს, რომელსაც ის პირველი დღიდან ხელმძღვანელობს. ჩვენ გავაკეთებთ ახალ პროტოკოლს, თუ როგორი გამოყენება შეიძლბა ჰქონდეს რემდესივირის პრეპარატს და რა ფაზაში გამოიყენება, ამის შემდგომ ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის“,- ამბობს ტიკარაძე.
ცნობსთვის, 29 ნოემბერს, გამოჯანმრთელების შემდეგ თენგიზ ცერცვაძემ პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მანდ მკურნალობისთვის „რემდესივირი“ გამოიყენა, რომელიც უცხოეთიდან გამოუგზავნეს.























