19:08 | 2020-10-01 ავტორი: Prime Time

თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ ტოვებს

თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ ტოვებს

თენგიზ ცერცვაძე რჩება ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელად, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გოგა ბერიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, თენგიზ ცერცვაძეს დაგეგმილი აქვს აჭარის რეგიონში ვიზიტი, სადაც ყველაზე ბევრი კოვიდინფიცირებულია.

 

„ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე, აგრძელებს თავის მოვალეობასა და ცხელების ცენტრებისა და კლინკების მართვას.

 

გარდა ამისა, ბატონი თენგიზისგან მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიის აქტიურ მხარდამჭერას“, – განაცხადა გოგა ბერიძემ.

ავტორი: Prime Time

X