
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი მოხუცი პაციენტის შვილიშვილი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორზე, თენგიზ ცერცვაძეზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„გუშინ, სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ ინფექციურში, ბატონი თენგიზ ცერცვაძე წავიდა და თავის სახსრებით უყიდა …
ასე უვლის ყველა თავის პაციენტს, თითქოს ერთადერთი იყოს თითოეული მათგანი.
ჩემთვის ეს კაცი არის ქართული ღირებულებების ზეიმი. ბავშვობაში რომ ჩვენს ბაბუებს და ბებიებს ჰქონდათ და მერე რომ გვეგონა, დავკარგეთ, იმ ღირებულებების. არასდროს მეყოფა სიტყვები ჩემი პატივისცემის გამოსახატად”, – წერს ელე ღლონტი.
ასევე საინტერესოა:






















