10:19 | 2020-12-04 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

თენგიზ ცერცვაძეს უცხოეთიდან გამოგზავნილი რემდესივირის გამო თავის მართლება უწევს

თენგიზ ცერცვაძეს უცხოეთიდან გამოგზავნილი რემდესივირის გამო თავის მართლება უწევს

„მერე მე რა ვქნა? რა, უარი ვთქვა რომ გამომიგზავნონ?! ეს ხომ არ ყოფილა სახელმწიფო მარაგი? ეს ხომ არ ყოფილა შესყიდული“  – ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ სოფო ზურაბიანის კითხვას – „რა უნდა ქნას პაციენტმა, რომელსაც უცხოეთიდან რემდესივირს ვერ უგზავნიან?“

 

თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მას პრეპარატი უცხოეთიდან გამოუგზავნეს.

 

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, კორონავირუსით ინფიცირების დროს, მკურნალობა საკუთარი ინიციატივით სწორედ რემდესივირით ჩაიტარა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X