
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა თბილისის აეროპორტში იმყოფება. ის რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ, ქვეყანაში ჩამოვიდა.
შვილმკვდარი დედის საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნების პროცესი პასპორტის ვადის გასვლის მიზეზით გაჭიანურდა.
გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედას პისიარ ტესტს გაუკეთებენ, ნეგატიური პასუხის შემთხვევაში კი ის სოფელში წასვლას და შვილთან გამომშვიდობებას შეძლებს.
დღეს, განხვილვის საგანია ისიც, აუგებენ თუ არა წესს გარდაცვლილ 11 წლის ბავშვს.























