
თერჯოლის სოფელ ძვერში 11 წლის ბიჭის თვითმკვლელობის საქმეზე გარდაცვლილის მამა დააკავეს.
როგორც „პრაიმტაიმისთვის“ ხდება ცნობილი სოფელში მამა შვილი აბჟანდაძეები მარტო ცხოვრობდნენ, რადგან დედა წლებია საბერძნეთშია.
„ამ ბიჭის გარდა სამი გოგო ჰყავდა და ისინი დაოჯახებულები არიან“, – ამბობს სოფლის რწმუნებული ფრიდონ კუტალაძე.
საბერძნეთში მყოფი დედა საქართველოში სავარაუდოდ ხუთშაბათს ბრუნდება.
სოფელში ამბობენ, რომ აბჟანდაძეებს ოჯახში განსაკუთრებული სიდუხჭირე არ ჰქონდათ.
„კარგი კარმიდამო აქვთ, დედაც უგზავნიდა თანხას და ამ კუთხით არა მგონია რამე პრობლემა ქონოდათ“, – ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე 49 წლის კაცი, გარდაცვლილის მამა დააკავეს.
გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს























