15:26 | 2021-05-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თერჯოლაში მამამ შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა

თერჯოლაში მამამ შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა

კაცი, რომელიც მეუღლეს შვილის თანდასწრებით სცემდა, ამცირებდა, ნათესავებთან ყოფნას უკრძალავდა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

 

სამართალდამცველებმა ფ.ა. 2020 წლის 24 აგვისტოს დააკავეს.

 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ფ.ა. არასრულწლოვან შვილს ა.ა-ს არაადამიანურად ეპყრობოდა, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, ემუქრებოდა და ნათესავებთან ყოფნას უკრძალავდა. აღნიშნულით გამოწვეული ძლიერი ფსიქიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის გამო, ა.ა-მ, 2020 წლის 23 აგვისტოს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

 

„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩადენილი არასრულწლოვნის  მიმართ), 11′,115-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებული ფ.ა. დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდება“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X