
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 06:00 საათიდან ჩაიკეტა.
ადგილზე მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს.
აღნიშნული ზომები სოფელში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.
რამდენიმე საათში სოფელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩავა და მასობრივი თერმონსკრინგი დაიწყება.
სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი – 2438 ადამიანი ცხოვრობს.






















