
“ჩემი ცოლის დაქალების” შემქმნელები მალე ახალ სერიალს იწყებენ. “თესეას” გადაღება “ფორმულა კრეატივმა” რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა პანდემიამ მისი ტელე-ეთერით გაშვება შეაფერხა.
სერიალის “ფეისბუქის” გვერდზე უკვე ტრეილერი დაიდო. მთავარი გმირი, რომელსაც ზურა ჯავახია ასრულებს, საცხოვრებლად მშობლიურ ქალაქში ჩადის, სადაც “ვეფხისტყაოსნის” მიუზიკლად გადაღება სურს.
სერიალის სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანია, რეჟისორი – გიორგი ლიფონავაა. გადაღებები რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობდა.
როგორც ზურა ჯავახია “პრაიმტაიმთან” აცხადებს, ამ გმირზე მის გარდა სხვა არც არავინ მოიაზრებოდა. ზურა “ჩემი ცოლის დაქალების” მუსიკალური თემების ავტორია.
მალე!
Posted by თესეა • Tesea on ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2020






















