
იმისათვის, რომ ვიკვებოთ ჯანსაღად და ხარისხიანად, რძის პროდუქტები, კვერცხი, თაფლი და კიდევ სხვა სახის პროდუქტები მარტივად შეგვიძლია შევამოწმოთ სახლის პირობებში.
აი როგორ უნდა გავაკეთოთ ეს:
ნუ შეჭამთ სახამებელს
ხაჭოსა და ძეხვში ხშირად ურევენ სახამებელს, რაც მათ წარმოებას აიაფებს. ეს ინგრედიენტი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, მაგრამ ხელს უწყოფს ჭარბწონიანობას, თუ ის რაციონში დიდი ოდენობით არის.
იმისათვის, რომ გამოვავლინოთ, არის თუ არა ხაჭოში, ან ძეხვში სახამებელი, მას ცოტა იოდი უნდა დავაწვეთოთ.
თუ ეს პროდუქტი გალურჯდება, ეს ნიშნავს, რომ მასში სახამებელი არის და დიდი ოდენობით აღარ უნდა მივიღოთ.
ვამოწმებთ მცენარეულ ცხიმს
ერთი ჩაის კოვზი ხაჭო რამდენიმე საათით გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე. თუ ის ყვითელი ფენით დაიფარება, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს მცენარეული დანამატები. ხარისხიანი ხაჭო შეიძლება ამჟავდეს, მაგრამ ფერს არ იცვლის.

ზოგიერთი მწარმოებელი პროდუქტის წარმოების გასაიაფებლად მცენარეულ ცხიმს არაჟანშიც ამატებს. ამის გასაგებად, ერთი კოვზი არაჟანი მოვათავსოთ ჭიქაში ადუღებული წყლით.
თუ არაჟანს მცენარეული ცხიმი აქვს შერეული, ცხელ წყალში ის ფანტელების სახით დაიშლება, ნამდვილი არაჟანი კი ჭიქის შიგთავსს ბლანტ სითხედ გადააქცევს.
როგორ მოვექცეთ ხორცს?
ახალი ხორცი უნდა იყოს ელასტიური. თუ მას თითს დავაწერთ, წარმოქმნილი ღრმული მალევე სწორდება.
იმისათვის, რომ გავერკვეთ, ხომ არ შემოგვასაღეს ძველი ხორცი ახლად, მას ჩამოვაჭრათ ნაწილი.
თუ მისი შიდა მხარე უფრო მუქი ფერისაა, ვიდრე მისი კონტური, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ხორცის შეძენისას მწარედ მოვტყუვდით.
მოცურავე კვერცხები
ჩავუშვათ ნედლი კვერცხი წყლიან ჭიქაში. თუ ის ფსკერზე გვერდულად დაეშვება, ეს ნიშნავს, რომ ის ახალია. სხვა შემთხვევაში კვერცხი წყლის ზედაპირზე დაიწყებს ტივტივს.
კვერცხის ყიდვისას ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღება ვადას.
სხვათა შორის, სულაც არ არის აუცილებელი, რომ კვერცხი მაცივარში მოვათავსოთ. მისი შენახვა ოთახის ტემპერატურაზეც არის შესაძლებელი ოღონდ ისე, რომ მას მზის სხივი არ ეცემოდეს.
თაფლის შემოწმება ძმრით

მწარმოებლები ნატურალურ თაფლს ზოგჯერ აყალბებენ. მისი მოცულობის გასაზრდელად და წარმოების ფასის შესამცირებლად მას ურევებ ცარცს, სახამებელს, წყალს, ან ფქვილს.
იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ, არის თუ არა თაფლში ცარცი, ის უნდა გავხსნათ წყალში და დავუმატოთ ცოტა ძმარი. თუ ის აშიშშხინდება, ან აქაფდება, ეს ნიშნავს, რომ თაფლი უხარისხოა.
თუ გვსურს გავიგოთ, არის თუ არა მასში შერეული წყალი, ცოტა თაფლი მოვათავსოთ ქაღალდზე. თუ ის გადნება და სველ კვალს დატოვებს ქაღალდზე – წყალი არის.
სახამებლის და ფქვილის გამოსავლენად, თაფლს ცოტა იოდი უნდა დავაწვეთოთ. თუ სილურჯე გაჩნდა, ე.ი. პროდუქტი არ არის სუფთა.
ძეხვი წყლით მოწმდება

მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ძეხვეულში კალიუმის პერმანგანანტის („მარგანცოვკა“) და ტუალეტის ქაღალდის შერევა მითებია. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ ამ პროდუქტს, რომ უფრო მიმზუდველი იერი ჰქონდეს, ამისათვის სპეციალურ საღებავებს იყენებენ.
თუ არ გინდათ მიირთვათ საღებავი, დაჭერით ძეხვი წვრილ ნაჭრებად და მოათავსეთ თბილი წყლით შევსებულ ჭიქაში. თუ წყალი შეიღებება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მწარმოებელი „გამოიჭირეთ“.
იმისათვის, რომ უფრო მეტად დავრწმუნდეთ ამაში, შესაძლოა ეს ნაჭრები ცოტა მოვხარშოთ კიდეც. ადუღებულ წყალში საღებავი აუცილებლად გამოაშკარავდება.
იმისათვის, რომ თავი დავიცვათ რაჯანსაღი პროდუქტის მიღებისგან, რა თქმა უნდა, პროდუქტის შეძენამდე ვამოწმებთ ვარგისიანობის ვადას.
წყარო: LIFE
გამოყენებულია Shutterstock-ის ფოტოები






















