20:40 | 2020-04-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ტესტირებას კიდევ მეტად ვაფარათოვებთ – მომდევნო კვირის ბოლოს შესაძლოა, 1500-ზე ავიდეთ – ამირან გამყრელიძე

ტესტირებას კიდევ მეტად ვაფარათოვებთ – მომდევნო კვირის ბოლოს შესაძლოა, 1500-ზე ავიდეთ – ამირან გამყრელიძე

თურმე, მეტი შემთხვევები გვქონდა და ამას ვერ აღმოვაჩენდით. ჩვენ ბევრი არაპირდაპირი ინდიკატორი გვაქვს, რომლითაც ვაკონტროლებთ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

 

გამყრელიძის განმარტებით, ქვეყნაში გაფართოებული ტესტირება ერთი კვირის წინ დაიწყო და ის ყოველდღიურ რეჟიმში ფართოვდება.

 

„ბოლნისში შემთხვევების გამოვლენა ე.წ. გაფართოებული ტესტირების შედეგი არ იყო, ის იყო მიზანდასახული ტესტირების შედეგი.

 

წინა დღეებში 2 ინფიცირებულის ოჯახის წევრები და ნათესავები გამოვიკვლიეთ, იქ გამოვლინდა 19 შემთხვევა. ჩაკეტილ სოფლებში ინტენსიურ თერმოსკრინინგს ვაწამოებთ, ვისაც ტემპერატურა აღმოაჩნდება, უკვე PCR ტექნოლოგიებით ვუკეთებთ ტესტირებას.

 

ასევე გაფართოვდა ტესტირება ყველა კლინიკაში, თუ არ ვცდები, კოვიდის და ცხელების 31 კლინიკაა, ტესტებისა და გამოკვლევების რაოდენობა ქვეყანაში თანდათან იზრდება.

 

ამასთან, ქვეყანაში სწრაფი ტესტებიცაა, დახლოებით, 5 000.

 

თურმე, მეტი შემთხვევები გვქონდა და ამას ვერ აღმოვაჩენდით. ჩვენ ბევრი არაპირდაპირი ინდიკატორი გვაქვს, რომლითაც ვაკონტროლებთ.

 

ტესტირებას კიდევ მეტად ვაფარათოვებთ, გეგმა გვაქვს, რომ იქითა კვირის ბოლოს, დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ, ქვეყანაში PCR ტექნოლოგიების სერიოზული მარაგი იქმნება და შემდეგ უკვე, მაისის შუა რიცხვებში შეიძლება, 2000-ზეც გვქონდეს საუბარი.

 

ჩვენთან ჯერჯერობით, ეპიდემია მდუნედ მიმდინარეობს, ჯერ ციცაბო მრუდი არ გვაქვს, რამდენჯერმე გვქონდა ე.წ. ნახტომი.

 

წელს აღდგომა საქართველოში მინიმალური დატვირთვით ჩატარდა – იცით, რომ ხალხი არ იყო ტაძრებში, სასაფლაოებზე.

 

შარშანდელთან შედარებით, 25% გავიდა, ადამიანების 75% არ გავიდა, ანუ თავშეყრა ნაკლები იყო, რამაც სერიოზული როლი ითამაშა და ე.წ. ძლიერი ნახტომები არ გვაქვს.

რა თქმა უნდა, შემთხვევების ზრდას ველოდებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არ უნდა იყოს დრამატული ზრდა.

 

ამ კვირებში ძალიან ვფრთხილობთ და ტესტირებას ვაფართოებთ, რომ თუკი, სადმე შესაძლო შემთხვევა არის, ყველა გამოვლინდეს და ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მივცეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 456 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

გამოჯანმრთელდა 139 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 5. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 ადამიანი, ხოლო სტაციონარში 571 პაციენტს აკვირდებიან.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X