14:09 | 2020-05-08 ავტორი: Prime Time

ტესტთან ერთად საჭიროა პროფესიონალიზმი და უნარ-ჩვევები – ეზუგბაია PCR ტესტზე

ტესტთან ერთად საჭიროა პროფესიონალიზმი და უნარ-ჩვევები – ეზუგბაია PCR ტესტზე

ოქროს სტანდარტთან ერთად საჭიროა პროფესიონალიზმი, უნარ-ჩვევები და კვლევის სხვა მეთოდები – ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.

 

პისიარ ტესტის 15%-იან ცდომილებაზე მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, რომ მაღალი ეჭვის საფუძველზე საჭიროა სეროლოგიური კვლევები.

 

„პისიარ ტესტის მგრძნობელობა არის 85%, დიახ ასეა, მარტო ტესტირება არ არის საკმარისი საჭიროა პაციენტის ანამნეზის შეფასება.

 

როცა კოვიდინფიქციაზე ვსაუბრობთ, ეჭვს გამოვთქვამთ სიმპტომების მიხედვით და როდესაც შესაძლოა იყოს პისიარ ტესტირება უარყოფითი.

 

არსებობს კლინიკა, სეროლოგიური კვლევები და მისი გადამოწმება შეიძლება, ეს სიტუაცია არ არის დამაბრკოლებელი.

 

სწრაფი ტესტი შეცდა - კახეთი კვლავ მწვანე ზონაში რჩება?!
2020-05-05სწრაფი ტესტი შეცდა - კახეთი კვლავ მწვანე ზონაში რჩება?!

 

ოქროს სტანდარტთან ერთად საჭიროა პროფესიონალიზმი, უნარ-ჩვევები და კვლევის სხვა მეთოდები, თუ მაღალი ალბათობით ეჭვი გვაქვს რომ არის კოვიდინფიცირება და პისიარით მივიღეთ უარყოფითი, უნდა ჩავრთოთ უკვე სხვა მონაცემებით კორელაცია,” – აღნიშნავს ეზუგბაია.

 

ასევე დაგაინტერესებთ: ვის უტარდება აგრესიული ტესტირება – ამირან გამყრელიძის განმარტება

ავტორი: Prime Time

X