20:58 | 2020-05-07 ავტორი: თამთა თორდია

თეთრ სახლში, ტრამპთან მომუშავე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თეთრ სახლში, ტრამპთან მომუშავე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თეთრ სახლში მომუშავე, ამერიკის საზღვაო ძალების თანამშრომელს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, „ვალეტები“, კამერდიენები არიან ელიტარული სამხედრო ნაწილის წევრები, რომლებიც თეთრ სახლში მუშაობენ და ხშირად პრეზიდენტთან და მის ოჯახთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვთ.

 

თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, დონალდ ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტის პასუხები კორონავირუსზე ნეგატიური იყო და ისინი თავს კარგად გრძნობენ.

 

თეთრი სახლი აგრძელებს სწრაფი ტესტის გამოყენებას, რომელიც შედეგებს დაახლოებით 15 წუთში იძლევა.

ავტორი: თამთა თორდია

X