
“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ “თეთრი ხმაურის” და ლგბტქ აქტივისტი დავით სუბელიანი ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული. მართალია, ის უმცირესობების მიმართ აგრესიასა და ძალადობას გმობს, თუმცა მის წინააღმდეგ სამართალდამცველებს დახმარება და დაცვა სუბელიანის მეუღლემ სთხოვა.
როგორც “პრაიმტაიმს” ოჯახის ახლობელი უყვება, დავით სუბელიანი მეუღლეზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ერთ-ერთი ოჯახური სკანდალის დროს, ქალმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რადგან დათოს თან ცივი იარაღი ჰქონდა და კონფლიქტისას სახლში მათი არასრულწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.
“დათო სუბელიანი, რომელიც საზოგადოებას ძალადობის გმობით ახსოვს, თავად არის ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული. ის ცოლზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ამის გამო, 2 თვე ციხეშიც კი იჯდა. გირაოთი დატოვა საპყრობილე და ახლა, სასამართლო პროცესები კვლავ მიმდინარეობს.
დათოს ცოლმა სამართალდამცველების გამოძახება მაშინ გადაწყვიტა, როცა მორიგი სკანდალი ატყდა და მას ქმარი სცემდა, როგორც ვიცი, თან დანაც ჰქონდა. ამ საშინელ სცენას მათი პატარა ბავშვიც უყურებდა.” – ამბობს ოჯახის ახლობელი.
როგორც “პრაიმტაიმმა” გაარკვია, დათო სუბელიანის წინააღმდეგ გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობდა. ის 2019 წლის 25 აგვისტოს დაიჭირეს და ციხიდან ორ თვეში იმავე წლის 10 ნოემბერს გათავისუფლდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო.
“პრაიმტაიმი” აქტივისტ დავით სუბელიანს არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ დაუკავშირდა, თუ ის აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთების სურვილს გამოთქვამს, მზად ვართ, მასთან ინტერვიუ ჩავწეროთ.
ასევე დაგაინტერესებთ:






















