10:09 | 2020-04-17 ავტორი: Prime Time

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს  სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების მარაგი დაურიგდათ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს  სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების მარაგი დაურიგდათ

COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თეთრიწყაროს

მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. პროცესში

ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული ააიპ
თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი.

 

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის
საკითხებში ლელა აქიაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ,
მერის მოადგილე ბერდია ხვისტნმა, გაეროს ბავშთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელმა
ღასან ხალილმა და ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ლუსინე
დოსტიბეგიანმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს
სასურსათო პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადასცეს.

 

COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების
იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ადგილობრივ
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ყოველდღიურად თანამშრომლობს.

ავტორი: Prime Time

X